საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ბათუმში
აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაში რომ საქართველო მნიშვნელოვანი ჰაბია, ამას კიდევ ერთხელ გასემევა ხაზი, საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე. მასშტაბური სადისკუსიო პლატფორმა საზღვაო და ლოგისტიკურ საკითხებზე, ათობით ქვეყნიდან 300-ზე მეტ დელეგატს გააერთიანებს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერიც. ყურადღება დაეთმობა ციფრულ ტრანსფორმაციას, პორტების გაერთიანებასა და საზღვაო უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებს. ასევე, საზღვაო სექტორის ერთი ფანჯრის პრინციპით საქმიანობასა და მშრალი პორტების განვითარებას.
