“სახელმწიფო უსაფრთხოების” სამაგისტრო პროგრამაზე დოკუმენტების მიღება 11 სექტემბრის ჩათვლით გრძელდება
“სახელმწიფო უსაფრთხოების” სამაგისტრო პროგრამაზე დოკუმენტების მიღება 11 სექტემბრის ჩათვლით გრძელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია სამაგისტრო პროგრამას წელს პირველად ახორციელებს. სტუდენტები მაღალკვალიფიციური, პრაქტიკოსი აკადემიური პერსონალისგან მიიღებენ უმაღლესი ხარისხის განათლებას და ჩაერთვებიან თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სიმულაციურ სწავლებებში.
