გერმანიაში საქსონია-ანჰალტის მიწაზე დაგეგმილ მნიშვნელოვან არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა მემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ზოგიერთი განყოფილების აკრძალვა მოითხოვა
გერმანიაში საქსონია-ანჰალტის მიწაზე დაგეგმილ მნიშვნელოვან არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა მემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ზოგიერთი განყოფილების აკრძალვა მოითხოვა. ბორის პისტორიუსმა პროცედურის რაც შეიძლება მალე დაწყების მოთხოვნით შესაბამის ორგანოებს უკვე მიმართა. „პოლიტიკო“ წერს, რომ კანცლერის ფრიდრიხ მერცის პარტია მომავალ რეგიონულ არჩვნებზე მარცხდება, სოციოლოგიური კვლევებით აეფ დეს 42 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს, რაც ორჯერ აღემატება ქრისტიან დემოკრატების რეიტინგს. მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში იზრდება რეიტინგის სათავეში მყოფი პარტიის წევრებსა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის ფაქტები. ქალაქ ბად-კროიცნახში აეფ დეს საინფორმაციო კარავს და იქ შეკრებილ ხალხს უცნობი ქიმიური სითხე შეასხეს. დაშავდა 9 ადამიანი. არჩვნების მოახლოებასთან ერთად აეფ დეს ფრიდრიხ მერციც აკრიტიკებს
