ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებული განცხადებების ავტორების გამოკითხვები გრძელდება
ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებული განცხადებების ავტორების გამოკითხვები გრძელდება, ნაწილი პოლიციის მთავარ სამმართველოში, ნაწილი კი საკუთარი მოთხოვნით სასამართლოს წინაშე გამოიკითხება. გუშინ გაკეთებულ კომენტარებში, ოპოზიციამ უკან წაიღო ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე გაკეთებული თავისივე განცხადებები, თქვეს რომ მათ წყარო მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილი იყო. მმართველი გუნდი ცრუ აჟიოტაჟზე ამახვილებს ყურადღებას, მათივე თქმით, სპეკულაციურ კამპანიაში ჩართულები, ცდილობენ სუიციდი პოლიტიკურ სკანდალად აქციონ
