ნანუკა ჟორჟოლიანისა და თამარ ჩერგოლეიშვილის დაპირისპირება
ბრძოლა და შეურაცხყოფები, მოტივით ვის კონტენტს მეტი ნახვა აქვს ფეისბუკზე - ნანუკა ჟორჟოლიანისა და თამარ ჩერგოლეიშვილის დაპირისპირების ახალი საბაბია. მსგავს საკითხებზე, პოლიტიკური ბრძოლა, მმართველი გუნდისა და საპარლამენტო ოპოზიციისთვის, დაშლილი ოპოზიციური ალიანსის ლიდერების არასერიოზულობაზე მეტყველებს. გარდა ამისა, ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილის, როგორც ნაცმოძრაობის პრემიერობის კანდიდატად წარმოჩინებას ცდილობს და ამბობს, რომ ამ ფორმულას ამომრჩევლებთან ტესტავს. ხალხის ძალაში ამბობენ, რომ სააკააშვილი უკარაინის მოქალქეა, არ ახსენებს საქართველოს და უკვირს რატომ სურთ ასეთი ადამიანი თანამდებობაზე.
