ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრებაზე უარი თქვა
ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრებაზე უარი თქვა. ხალხის გადაწყვეტილებით, მოლაპარაკებები აღარ გაგრძელდება. „ისლანდიის ხალხმა თავისი სათქმელი თქვა“ - ეს არის ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიცია. ევროკომისიაში ამბობენ რომ პატივს სცემენ ისლანდიელი ხალხის არჩევანს. ეურაქტივი კი წერს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებმა სერიოზული დარტყმა მიაყენა გაერთიანების გაფართოების პროცესს. გამოცემა წერს, რომ ბრიუსელისთვის შედეგი განსაკუთრებით მტკივნეულია, რადგან ევროკავშირში გაწევრებაზე უარს თავად ქვეყანა ამბობს და არა გაერთიანება. პოლიტიკური შეფასებები კეთდება საქართველოში.
