ლონდონის „არსენალმა“ შეთანხმებას მიაღწია ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშესთან, 17 წლის თავდამსხმელ ნახევარმცველ ადრია ბართიშვილთან
ლონდონის „არსენალმა“ შეთანხმებას მიაღწია ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშესთან, 17 წლის თავდამსხმელ ნახევარმცველ ადრია ბართიშვილთან. ახალგაზრდა ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას მომავალ კვირას ლონდონში გაივლის, რის შემდეგაც 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. ტრანსფერის ღირებულება ოთხ-ნახევარი მილიონი ევრო იქნება. ფიფა-ს წესების თანახმად, სრულწლოვანების მიღწევამდე მას ინგლისურ კლუბში ოფიციალურად გადასვლა არ შეუძლია, რის გამოც „მეთოფეების“ შემადგენლობას საბოლოოდ 2027 წლიდან, 18 წლის შესრულების შემდეგ შეუერთდება.
