სარმის დროებითი ხიდის მონტაჟი მალე უნდა დასრულდეს
სარმის დროებითი ხიდის მონტაჟი მალე უნდა დასრულდეს ლენტეხის სოფელ საყდართან და ტრანსპორტის გავლა დღის მეორე ნახევარში იქნება შესაძლებელი. კონსტრუქცია უკვე დამონტაჟებულია და ამ ეტაპზე ხიდთან მისასვლელი გზები ეწყობა.დამონტაჟდება უსაფრთხოების მოაჯირები და შესრულდება ექსპლუატაციაში შეყვანისთვის საჭირო დამატებითი ტექნიკური სამუშაოები. ის ახალი ხიდის მშენებლობის დასრულებამდე ტრანსპორტის გადაადგილებას უზრუნველყოფს. მანამდე მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება, შემოვლითი გზით არის შესაძლებელი. არსებული ხიდი უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარემ წაიღო
