ლენტეხის სოფელ საყდართან, უკვე ჩაიტანეს სარმის დროებითი ხიდი და ახლა, მას ამონტაჟებენ
ლენტეხის სოფელ საყდართან, უკვე ჩაიტანეს სარმის დროებითი ხიდი და ახლა, მას ამონტაჟებენ. მანამდე მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება, შემოვლითი გზით არის შესაძლებელი. სარმის დროებითი ხიდი ახალი ხიდის მშენებლობის დასრულებამდე უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის გადაადგილებას. ახლის გასაკეთებლად კი სატენდერო პროცედურები უმოკლეს ვადებში დაიწყება. საყდარი–ლასდილისა და უშგული–ლასდილის მონაკვეთებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.
