ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძე მიიჩნევს, რომ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდები ციხეში უნდა იჯდნენ
ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძე მიიჩნევს, რომ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდები ციხეში უნდა იჯდნენ, რადგან ეს პოლიტიკურად მომგებიანი. ის უკმაყოფილოა, რომ ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ამ განცხადებით, ქართული ოცნებისთვის დასტურდება მხოლოდ ის, რომ აქტივისტები მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ქულების დასაწერად, კონკრეტული სცენარებით მოქმედებენ და დაკავებულთა ბედი არ აღელვებთ. ნაციონალურ მოძრაობაშიც ფიქრობენ, რომ ჰუმანური აქტი, პრეზიდენტის მიერ შეწყალება, საზოგადოების გახლეჩას უწყობს ხელს.
