ბუავას გარდაცვალების საქმე
დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე ოპოზიციამ და მათმა აქტივისტებმა კამპანია წამოიწყეს, რომ ის მოკლეს და არაერთ ვერსიას ასახელებდნენ, მათ შორის უკავშირებდნენ მის საქმიანობას. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით კი დადგინდა, რომ გარდაცლილმა მეგობართან ერთად, ბინაში ნარკოტიკული საშუალება მოიხმარა, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა. დაღუპულის მეგობრის გამოკითხვის შედეგად კი გაირკვა, კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი დაურ ბუავა, მან მარტო დატოვა. საცხოვრებელის კარი მეორე გასაღებით გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა ისე, რომ მომხდარის შესახებ არავისთვის უცნობებია და ბუავას დასახმარებლად არავისთვის მიუმართავს. ბუავას მეგობარი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა პოლიციამ განსაცდელში მიტოვების ბრალდებით დააკავა
