ქარელის სოფელ ქვენატკოცასა და სოფელ აბანოში თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღები შენდება
ქარელის სოფელ ქვენატკოცასა და სოფელ აბანოში, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღები შენდება. პროექტების ფარგლებში მოეწყობა სასწავლო, საძინებელი და სამზარეულო ოთახები, კეთილმოეწყობა შიდა და გარე სივრცეები, მათ შორის, ეზოებში ბავშვებისთვის მრავალფეროვანი სათამაშო მოედნები. ახალი საბავშვო ბაღები, ორივე სოფელში, ჯამში 150 აღსაზრდელს მოემსახურება. სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გაეცნო.
