"პრაიმ ტაიმის" ინფორმაციით, ოპოზიციის აქტივისტი თეონა ბაღდავაძე, აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთში სამჯერ იმყოფებოდა
"პრაიმ ტაიმის" ინფორმაციით, ოპოზიციის აქტივისტი თეონა ბაღდავაძე, აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთში სამჯერ იმყოფებოდა. როგორც გამოცემა წერს, მათ შორის, პირველად მაშინ, როდესაც ომიდან, სამი წელიც არ იყო გასული. პრაიმ ტაიმის ინფორმაციით ბაღდავაძე ადასტურებს, რომ მოსკოვში, აგვისტოს ომის შემდეგ, იმყოფებოდა ახლობლის დაკრძალვაზე. ქრონიკა თეონა ბაღდავაძეს დაუკავშირდა, თუმცა მან თემის გადაფარვა ირონიით სცადა. ქრონიკის ჟურნალისტის მიერ გაგზავნილ შეტყობინებაზე პასუხის მაგივრად ,კი ჟურნალისტის ტელეფონის ნომერი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა
