სტიქიის შედეგებს ებრძვიან ბაღდათის მუნიციპალიტეტში, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მერიის შესაბამისი სამსახურები
სტიქიის შედეგებს ებრძვიან ბაღდათის მუნიციპალიტეტში, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მერიის შესაბამისი სამსახურები. უხვი ნალექი სანიაღვრეებმა ვერ გაატარა. მოვარდნილმა წყალმა ქალაქსა და სოფლებში დატბორა სახლები, ეზოები და სახნავ-სათესი სავარგულები. დაზიანებულია გზები, ავტომობილები და საყოფაცხოვრებო ინვენტარი. სოფელ ნერგეეთში ქვა-ღორღი ჩამოიშალა. სტიქიის გამო ბაღდათში 1200 აბონენტი გაზის, ექვსასამდე ოჯახი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. დაზარალებულთა დასახმარებლად ბაღდათის მერიაში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, მიმდინარეობს ზარალის დათვლა
