ფონდი "ქართუს" განცხადება
ფონდი ქართუ წერს რომ ვრცელდება ყალბი ინფორმაციის შემცველი განცხადებები. საქმე კი ეხება სესხის პატიების პროცესს. ქველმოქმედების აქტით 615 ათას 164 ადამიანს სესხი ეპატია. მოქალაქეებს, ვისაც ეს პროგრამა შეეხო, მათ სტატუსის გადამოწმება შეუძლიათ და თუ დღეს რომელიმე ფიზიკურ პირს საკრედიტო დაწესებულებამ მოსთხოვა ამ პერიოდის სესხის დაფარვა, ან არის შეცდომა, ან ეს კონკრეტული ვალდებულება არ აკმაყოფილებდა დადგენილ კრიტერიუმებს და არ მოხვდა 2018 წლის პროგრამაში.
