სასკოლო ფორმების ელექტრონული პლატფორმა
სასწავლო წლის დაწყებამდე განათლების სამინისტრო პირველკლასელთა მშობლებს სიახლეს სთავაზობს. სასკოლო ფორმების შეძენა წელს უკვე დისტანციურად, სპეციალური ციფრული პლატფორმის მეშვეობით იქნება შესაძლებელი, რაც მომხმარებელს ადგილზე მიტანის სერვისით სარგებლობის საშუალებას მისცემს. უწყების განმარტებით, ახალი ინიციატივა სასკოლო სამზადისის პროცესის გამარტივებასა და მშობლებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნას ისახავს მიზნად.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ბუღაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
