ღარიბაშვილის პოლიტიკური სპეკულაცია
საგამოძიებო უწყების მიერ გასაჯაროებული მრავალმილიონიანი კორუფციული სქემის დეტალები, მმართველ პარტიაში ყოფილი მთავრობის მეთაურის მიერ ციხიდან ბოლო საჯარო აქტივობის მთავარ განმსაზღვრელ მიზეზად დასახელდა. სანამ უმრავლესობის წარმომადგენლები კანონის წინაშე თანასწორობასა და საჯარო მოხელეთა პასუხისმგებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას, საქმეში ყოფილი მაღალჩინოსნების ახალი ჩვენებები და საპროცესო შეთანხმების დეტალები იკვეთება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კორუფციასთან ბრძოლა უკომპრომისოა და პასუხისმგებლობა თანაბრად ვრცელდება როგორც ყოფილ, ისე მოქმედ თანამდებობის პირებზე.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
