კორუფციული დანაშაული - ბრალდებული ღარიბაშვილი
ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის ჯგუფურად აღების მუხლით ახალი ბრალი წარედგინა. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის აპარატურის საიდუმლო შესყიდვებისას განხორციელებულ კორუფციულ სქემას, რამაც სახელმწიფოს თითქმის შვიდი მილიონი ლარის ზიანი მიაყენა. წარდგენილი ბრალდება 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
