განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარედგინა
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარედგინა. ადვოკატების განცხადებით მან ბრალის დადგენილებას ხელი არ მოაწერა და დანაშაულს არ აღიარებს. ადვოკატები ამბობენ რომ ის თავის მართლებად არ აპირებს. ქრონიკის კონკრეტულ კითხვებზე კი ღარიბაშვილის ადვოკატებს მკაფიო პასუხი არ აქვთ.
