ზუგდიდის სოფელ ალერტკარში, საცხოვრებელ სახლში, სამი ქალის ცხედარი იპოვეს
ზუგდიდის სოფელ ალერტკარში, საცხოვრებელ სახლში, სამი ქალის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები დები იყვნენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაღუპვის სავარაუდო მიზეზი საკვებით ინტოქსიკაციაა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, დებთან კომუნიკაცია ბოლოს 14 აგვისტოს ქონდათ, ხოლო ცხედრები გუშინ გვიან ღამით მეზობლებმა ნახეს და დღეს დაკრძალეს.
