მოჰსენ რეზაი: ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ჩვენ წინააღმდეგ ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებაში, მტრად ჩაითვლება
ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ჩვენ წინააღმდეგ ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებაში, მტრად ჩაითვლება, – ამის შესახებ ირანის ეროვნული უსაფრთხოების უზენაესი საბჭოს მდივანმა და ირანის უზენაესი ლიდერის, მოჯტაბა ჰამენეის სამხედრო მრჩეველმა, მოჰსენ რეზაიმ განაცხადა. მისივე თქმით, თუ შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი შემდგომ მოქმედებას გადაწყვეტს, ირანის პასუხი სეისმური მასშტაბის იქნება.
