საფრანგეთი უკრაინას საჰაერო დაცვის გასაძლიერებლად გადამჭერი რაკეტების ახალ პარტიას მიაწვდის
საფრანგეთი უკრაინას საჰაერო დაცვის გასაძლიერებლად გადამჭერი რაკეტების ახალ პარტიას მიაწვდის. კიევისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერების გადაწყვეტილების შესახებ ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელში დაწერა. საფრანგეთის პრეზიდენტმა მსურველთა კოალიციის ფარგლებში, გერმანის კანცლერთან და დიდი ბრიტანეთის ახალ პრემერ-მინისტრთან ერთად დაგეგმილი შეხვედრაც დააანონსა, რომელიც, მაკრონის განცხადებით, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს გაიმართება.
