პოლონელმა და გერმანელმა სამხედროებმა რუსეთის საზღვართან ბეტონის დამცავი ბარიერები განათავსეს
პოლონელმა და გერმანელმა სამხედროებმა რუსეთის საზღვართან ბეტონის დამცავი ბარიერები განათავსეს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს არის პროგრამა „აღმოსავლეთ ფარის“ ნაწილი, რომლის მიზანიც პოლონეთისა და ნატოს რუსეთთან არსებული საზღვრების გამაგრებაა. 2024 წელს ამ პროექტისთვის 10 მილიარდი ევრო გამოიყო. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში ქვეყანას შეუძლია მთელი თავისი აღმოსავლეთ საზღვარი ორი კვირის განმავლობაში სრულად დაბლოკოს.
