უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიხაილო ფედოროვი აცხადებს, რომ ომის ძლიერი პოზიციიდან დასრულებაში ხელს ქვეყანას კორუფცია უშლის
უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიხაილო ფედოროვი აცხადებს, რომ ომის ძლიერი პოზიციიდან დასრულებაში ხელს ქვეყანას კორუფცია უშლის. მისივე თქმით, ლაპარაკია არა რომელიმე მაღალჩინოსანზე, არამედ ასობით ადამიანზე, რომლებიც წლების განმავლობაში მიეჩვივნენ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ფულის შოვნას. მათი ვინაობის დასახელებისგან ფედოროვმა თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ მოვა დრო და მათ სახელებს ყველა გაიგებს.
