ნუცა ბუზალაძის პირველი მასშტაბური სოლო შოუ ბათუმში
ნუცა ბუზალაძის პირველი მასშტაბური სოლო შოუ ბათუმში ანშლაგითა და ხანგრძლივი ოვაციებით დასრულდა. მუსიკისა და ხელოვნების ცენტრში საერთაშორისო სცენის ერთ-ერთმა წარმატებულმა ქართველმა მომღერალმა ახალი სოლო პროექტი - ნუცას ლაივ შოუ წარადგინა. ამერიკელი მუსიკოსებისგან შემდგარ ბენდთან ერთად მომღერლმა ახალი სიმღერები და მსმენელისთვის საყვარელი ქართული და უცხოური კომპოზიციები, ახალი არანჟირებით შეასრულა. ნუცას ლაივ შოუმ სცენაზე ცოცხალი მუსიკა, ცეკვა, ქართველ შემსრულებლები, თანამედროვე სასცენო ტექნოლოგიები და თეატრალიზებული სანახაობა გააერთიანა. მომღერალი ახალ სოლო შოუს სულ მალე ლოს ანჯელესშიც წარადგენს. ბათუმის კონცერტის სატელევიზიო ვერსიას კი მაყურებელი „იმედის“ ეთერში იხილავს.
