მერცის პოლიტიკა - პროტესტი ბერლინში
გერამიაში ხელისუფლების მილიტარისტულ პოლიტიკას აპროტესტებენ. მერცის მთავრობის მიერ დაწყებულ გადაიარაღების პროგრამას, რაც თავდაცვის ხარჯების ზრდას ითვალისწინებს, პროტესტი ამჯერად ბერლინში გამოუცხადეს და ხელისუფლებას სოციალური სექტორის დაფინანსების გაზრდისკენ მოუწოდეს. ისმოდა მთავრობის გადადგომის მოწოდებებიც. უკმაყოფილების ფონზე ცნობილი ხდება, რომ გერმანია უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებას 50 მილიონი ევროთი გაზრდის, რის შესახებაც დღეს კიევში საგანგებო ვიზიტით ჩასულმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
სიუჟეტის ავტორი: პაატა კუპატაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
