დაპირისპირება ოპოზიციაში
დაშლილი და ერთმანეთთან დაპირისპირებული ოპოზიცია - ბრალდებები, წარსული დანაშაულების შეხსნება და უკვე იმის აღიარება, რასაც ადრე თავად უარყოფდნენ. ნაციონალური მოძრაობა ნიკა გვარამიას ტელევიზიებისა მილიონების მძარცველად მოიხსენიებს. პატიმარი სააკაშვილი კი ირწმუნება, რომ მისი პარტია უფრო ძვირი ღირს ვიდრე გვარამიას გონია და ფასის დაკლებას არ აპირებს. ამასთანავე სააკაშვილი, თანამებრძოლებს მოუწოდებს წარსულში დატოვონ ყოფილები, რადგან სიბინძურეებით გაიყიდნენ. გვარამიამ დღეს ქრონიკის ზარებს არ უპასუხა, სამაგიეროდ ფეისბუკზე მორიგი პოსტი გამოაქვეყნა და ოპონენტებად ქცეულ ყოფილ თანამებრძლებს ობმოდებული და მარცხის სიმბოლოდ ქცეული პოლიტიკანები უწოდა. პოსტებით მიმდინარე ბრძოლის მთავარი არსი, რომ ფულზე გადის, ეს არის დაპირისპირებული ოპოზიციის თვითლუსტრაცია მმართველი გუნდისა და ხალხის ძალის შეფასებით.
სიუჟეტის ავტორი: ვაკო მეზურნიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
