საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა, მთავარი მწვრთნელის ალეკსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით, ისრაელთან ამხანაგური მატჩის წინ დასკვნითი ვარჯიში ჩაატარა.
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა, მთავარი მწვრთნელის ალეკსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით, ისრაელთან ამხანაგური მატჩის წინ დასკვნითი ვარჯიში ჩაატარა. საქართველოს ნაკრები ხვალ, 23 აგვისტოს, 19 საათსა 15 წუთზე თბილისში ისრაელს დაუპირისპირდება. 28 აგვისტოს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრაში შინ მონტენეგროს უმასპინძლებს, ხოლო 31 აგვისტოს სტუმრად პორტუგალიას ეწვევა. საშინაო მატჩები ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარდება. საკვალიფიკაციო ჯგუფის სამი საუკეთესო გუნდი კი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.
