ცოცხალი შესრულება, თანამედროვე სცენოგრაფია და მრავალფეროვანი სანახაობა - დღეს საერთაშორისო აღიარების მქონე ქართველი არტისტი ნუცა ბუზალაძე ბათუმში პირველ მასშტაბურ სოლო შოუს გამართავს
ცოცხალი შესრულება, თანამედროვე სცენოგრაფია და მრავალფეროვანი სანახაობა - დღეს საერთაშორისო აღიარების მქონე ქართველი არტისტი ნუცა ბუზალაძე ბათუმში პირველ მასშტაბურ სოლო შოუს გამართავს. მომღერალი ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრში, თანამედროვე მუსიკალური პროექტით, ნუცას ლავ შოუთი წარდგება. ნუცას პირველი მასშტაბური სოლო შოუ ბათუმში - აერთიანებს მსოფლიო შოუ ბიზნესის ვარსკვლავების ამერიკელი მუსიკოსებისგან შემდგარ ბენდს. სრულიად ახალი არანჟირებითა და თანამედროვე ჟღერადობით იქნება წარმოდგენილი საკონცერტო პროგრამა. შორენა კოპალეიშვილი გვერთვება ბათუმის მუსიკისა და ხელოვენების ცენტრიდან რომელიც გენერალურ რეპეტიციას ესწრებოდა.
