საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაციის, ტურისტულ-საგანმანათლებლო და კულტურულ-შემეცნებითი ვიზიტი მიზნად ისახავდა ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაძლიერებას, კულტურული კავშირების განმტკიცებასა და ჩინელი ახალგაზრდებისთვის საქართველოს ისტორიის, ტრადიციებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის გაცნობას
საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაციის, ტურისტულ-საგანმანათლებლო და კულტურულ-შემეცნებითი ვიზიტი მიზნად ისახავდა ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაძლიერებას, კულტურული კავშირების განმტკიცებასა და ჩინელი ახალგაზრდებისთვის საქართველოს ისტორიის, ტრადიციებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის გაცნობას. დაათვალიერეს ისტორიული ღირსშესანიშნაობები, მუზეუმები და საგანმანათლებლო სივრცეები, ასევე, მონაწილეობა მიიღეს ქართული ტრადიციული კულტურის შემეცნებით მასტერკლასებში. ვიზიტი განათლების სამინისტროს მხარდაჭერითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით შედგა
