აბასთუმნის განვითარებისთვის ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება
აბასთუმნის განვითარებისთვის ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. უნიკალური კურორტის განვითარების მიზნით, უკვე არაერთი პროექტი განხორციელდა. მათ შორის, დასრულდა ცენტრალურ ქუჩაზე ისტორიული სახლების, ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის, საბაგირო სადგურისა და ცენტრალური პარკის სრული რეაბილიტაცია. აღიჭურვა ახალი გუმბათითა და ტელესკოპით. ასევე, შემუშავდა გენერალური გეგმა და რებილიტირდა წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები. გრძელდება აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა. 16 კმ-იანი მონაკვეთი ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის გაგრძელებაა. ასევე მიმდინარეობს, ასევე მიმდინარეობს ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას გზის რეაბილიტაცია. ივნისში დაიწყო აბასთუმანი-ყანობილის მონაკვეთის მოწესრიგებაც, რომელიც ობსერვატორიასთან მისასვლელ გზას სრულად კეთილმოაწყობს. აბასთუმანში დასრულებულია ავტოსადგურისა და ღია ავტოსადგომის მშენებლობაც. ამასთან, მუნიციპალური განვითარების ფონდი კურორტის რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპს ახორციელებს
