ნადარბაზევის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხენოსნო დოღი გაიმართა
ნადარბაზევის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხენოსნო დოღი გაიმართა. შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსულმა ცხენოსნებმა მიიღეს მონაწილეობა. გამარჯვებულები ფულადი ჯილდოებით, თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ, სიგელი გადაეცა ყველა მონაწილეს. ღონისძიების მიზანი ცხენოსნობის პოპულარიზაცია და სპორტის ამ სახეობაში ახალგაზრდების მეტი ჩართულობის ხელშეწყობა იყო.
