რუსთავში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება
რუსთავში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება. მე-11 და 25-ე ბაგა-ბაღების ავარიული შენობების ადგილზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების, ბავშვების საჭიროებებზე სრულად ადაპტირებული შენობები აიგო. ამ ეტაპზე კი შიდა სარემონტო სამუშაოებია. პროექტის დასრულების ეტაპს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, რუსთავის მერთან ერთად გაეცნო.
