პატიმარი სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობისთვის ფასის დაკლებას არ აპირებს
პატიმარი სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობისთვის ფასის დაკლებას არ აპირებს და ამტკიცებს, რომ მისი პარტია ბევრად ძვირი ღირს, ვიდრე გვარამიას მიერ ხსენებული 4 მილიონი. ფულამდე დასულ დაპირისპირებას და ერთმანეთის მხილებას, სააკაშვილი და გვარამია, ფეისბუკ პოსტებით განაგრძობენ. დაპირისპირებულ ყოფილ თანაგუნდელებს შორის, ისმის წარსულის მხილება, ნაციონალური მოძრაობა და კოალიცია ცვლილებებისთვის, ერთმანეთს, მოსყიდულებს უწოდებენ, ადანაშაულებენ ტყუილებში, მითვისებული მილიონებსა და გაძარცვულ ტელევიზიებში.
