ნუცა ბუზალაძის პირველი მასშტაბური სოლო შოუ ბათუმში
საერთაშორისო აღიარების ქართველი არტისტის, ნუცა ბუზალაძის პირველი მასშტაბური სოლო შოუ ბათუმში. ცოცხალი შესრულება, თანამედროვე სცენოგრაფია და მრავალფეროვანი ვიზუალური სანახაობა -მომღერალი ხვალ ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრში, თანამედროვე მუსიკალური პროექტით, წარდგება.
