ნუცა ბუზალაძის მზადება კონცერტისთვის
საერთაშორისო აღიარების მქონე ქართველი არტისტის, ნუცა ბუზალაძის პირველი მასშტაბური სოლო შოუ ბათუმში. მომღერალი 22 აგვისტოს მუსიკისა და ხელოვნების ცენტრში თანამედროვე მუსიკალური პროექტით „ნუცას ლავ შოუთი“ წარდგება. ცოცხალი შესრულება, თანამედროვე სცენოგრაფია და მრავალფეროვანი ვიზუალური სანახაობა, ამერიკელი მუსიკოსების ბენდთან ერთად შედგება. პროექტის რეჟისორი ზაზა ორაშვილია. მსმენელისთვის საყვარელი კომპოზიციები, სპეციალურად ამ შოუსთვის შექმნილი სრულიად ახალი არანჟირებითა და თანამედროვე ჟღერადობით შესრულდება. კონცერტის ჩანაწერს იმედის მაყურებელიც იხილავს.
სიუჟეტის ავტორი: შორენა კოპალეიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
