მმართველი გუნდის შეფასებით, ოპოზიცია, ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენის პროცესს ეწინააღმდეგება და ახლა ოპოზიციის ლიდერებს შორის დაპირისპირება არის ფასადური
მმართველი გუნდის შეფასებით, ოპოზიცია, ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენის პროცესს ეწინააღმდეგება და ახლა ოპოზიციის ლიდერებს შორის დაპირისპირება არის ფასადური. ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილს ომის რიტორიკაში ადანაშაულებს. სააკაშვილმა დაწერა რომ მთავარი ამოცანა არის აფხაზეთზე კონტროლის აღდგენა ყველა საჭირო საშუალების გამოყენებით. ნაციონალური მოძრაობის ლიდერს აკრიტიკებს ენჯეოს წარმომადგენელი თამთა მიქელაძე. მიქელაძე თავის მხრივ რამდენიმე დღის წინ დაეთანხმა ნიკა გვარამიას პოზიციას, რომელმაც აფხაზეთს ტრავმული მეხსიერება უწოდა და პარალელი ყარაბაღის დათმობაზე გააკეთა.
