ბახმაროს თასი 2026 - ბახმაროში ტრადიციული დოღი მიმდინარეობს
ბახმაროს თასი 2026 - ბახმაროში ტრადიციული დოღი მიმდინარეობს. დოღის გარდა დღეს დაგეგმილია სპორტული აქტივობები მკლავჭიდსა და ჭიდაობაში. მიმდინარეობს ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, გაიმართება კონცერტიც. ბახმაროში ჩავიდა ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე.
