ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადება
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, აგენტურულმა ოპოზიციურმა პარტიებმა, მდიდარმა ენჯეოებმა, ულტრამემარცხენე და ფსევდოლიბერალმა აქტივისტებმა საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადონ. მიზეზი კი გამჭვირვალობის კანონის ირგვლივ წარმოებული კამპანია და ის შეურაცხყოფებია რომელსაც საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას აყენებდნენ. ლევან მაჭავარიანი წერს რომ მხოლოდ საუბარი პოლარიზაციას არ შეამცირებს და საჭიროა კონკრეტული ნაბიჯები.
