ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომელიც სრულ აბსურდად უკვე შეფასდა
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომელიც სრულ აბსურდად უკვე შეფასდა. მსჯავრდებულმა ღარიბაშვილმა 24 საათში ორი განცხადება გამოაქვეყნა. გამოაქვეყნა წერილიც, რომელზეც დაწერა რომ გაუგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით, შემდეგ კი წერილის გაგზავნა მამუკა მდინარაძეს დააბრალა. გამოაცხადა ბრძოლის დაწყება. ურთიერთგამომრიცხავია მისი პოზიციები, ჯერ დანაშაული აღიარა, საპროცესო შეთანხმებას ხელი მოაწერა, ახლა კი ამბობს რომ უდანაშაულოა და ციხეში იმიტომ წავიდა რომ სახელმწიფო და გუნდის ინტერესები არ დაეზიანებინა. და კიდევ ერთი ურთიერთგამომრიცხავი დეტალის შესახებ: ირაკლი ღარიბაშვილი ლაპარაკობს ივლისის პერიოდზე, ორი დღის წინ დაწერა რომ მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე პასუხუსმგებლობა ეკისრებოდა ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას. მისი მეუღლე კი სწორედ ივლისში წერდა რომ მისი ოჯახის მსგავსად, ათასობით ოჯახი გადაარჩინა განადგურებისგან ბიძინა ივანიშვილმა.
