სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია “სახელმწიფო უსაფრთხოების” სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტების მისაღებად ემზადება, სწავლა უფასო იქნება
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია “სახელმწიფო უსაფრთხოების” სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტების მისაღებად ემზადება, სწავლა უფასო იქნება. ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ სწავლებას. პროგრამის მიზანი, პროფესიონალი კადრების მომზადებაა. ჩარიცხვა შეეძლება ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონეს, საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებისა და აკადემიის მიერ განსაზღვრული შიდა გამოცდის საფუძველზე. რამდენიმე თვის წინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად ჩამოყალიბდა
