ბადრი ვადაჭკორია 79
ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში გაიმართა. ოჯახს მიუსამძიმრა პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის წევრებთან და დედაქალაქის მერთან ერთად.ბადრი ვადაჭკორია 20-ზე მეტი ფოტოკრებულის ავტორია. იყო ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, „ოქროს ფრთის“ ლაურეატი, არაერთი საერთაშორისო ფოტოკონკურსის მონაწილე და გამარჯვებული, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე. ფოტოგრაფი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სიუჟეტის ავტორი: შორენა კოპალეიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
