ოკუპირებულ აფხაზეთზე ოპოზიციის კამპანიას ხელისუფლება მიღებულ ახალ დავალებას უკავშირებს
ოკუპირებულ აფხაზეთზე ოპოზიციის კამპანიას ხელისუფლება მიღებულ ახალ დავალებას უკავშირებს. გიორგი ბარამიძის, ნიკა გვარამიასა და სალომე სამადაშვილის განცხადებები, ისტერია აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ყველაფერი ეს პრემიერ-მინისტრის შეფასებით არის ხელის შეშლა ნდობის აღდგენის პროცესზე. “ჩვენთვის აფხაზეთის მოსახლეობა არის ჩვენი მოსახლეობა”- თქვა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა რომ ხელისუფლების მნიშვნელოვანი ამოცანა არის სწორედ ნდობის აღდგენა.
