„ქრონიკის“ ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ შექმნილი ოპოზიციის ალიანსი ოფიციალურად დაიშალა
„ქრონიკის“ ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ შექმნილი ოპოზიციის ალიანსი ოფიციალურად დაიშალა. ჩვენი ინფორმაციით, ალიანსის დატოვების მითითება მიხეილ სააკაშვილმა გასცა. სააკაშვილმა წერილი ნანუკა ჟორჟოლიანსა და ლევან ბეჟაშვილს გაუგზავნა. ინფორმაციის გადამოწმება ალიანის წევრებთან ვცადეთ, თუმცა ისინი კონკრეტულ პასუხს არ იძლევიან.
