ყალბი რუსოფოობიის ამბავი - გიორგი უშიკიშვილი ირწმუნება, რომ მისი სასტუმრო რუსეთის მოქალაქეების მიღებაზე უარს ამბობს და მეტი სიმძაფრისთვის იშველიებს გიორგი ანწუხელიძის სახელს
ყალბი რუსოფოობიის ამბავი - გიორგი უშიკიშვილი ირწმუნება, რომ მისი სასტუმრო რუსეთის მოქალაქეების მიღებაზე უარს ამბობს და მეტი სიმძაფრისთვის იშველიებს გიორგი ანწუხელიძის სახელს. "ქრონიკამ" ინფორმაცია გადაამოწმა, ჟურნალისტური ექსპერიმენტით დადგინდა, რომ უშიკიშვილმა საზოგადოება მოატყუა. ჯერ როგორც ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები ისე დავუკავშირდით სასტუმროს, რუსების მიღებაზე უარი არ გვითხრეს, შემდეგ სტუმრების რანგში ჩავედით კახეთში. გადავიღებთ უშიკიშვილის სასტუმროში მყოფი რუსეთის მოქალაქეები, ადგილზე იყო თავად მომღერალიც. საბოლოოდ კი სასტუმროს ადმინისტრაციამაც დაგვიდასტურა, რომ ხშირად ჰყავთ სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან მათ შორის რუსეთის მოქალაქეები. ქრონიკა დაუკავშირდა გიორგი უშიკიშვილს, მისი მტკიცებით, სასტუმროს ადმინისტრაცია რუსი ტურისტების ვიზიტზე არ დათანხმდებოდა, შემდეგ კი თქვა, რომ უშიკიშვილი უარს მხოლოდ, რუსების მიერ ქორწილებისა და დაბადების დღის აღნიშვნაზე ამბობს.
