"სთიმ ბანაკი 2026-ის" სამივე ნაკადში 300 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა
"სთიმ ბანაკი 2026-ის" სამივე ნაკადში 300 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა. დახურვის ღონისძიებაზე მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. ბანაკი აერთიანებს - მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიას, ხელოვნებას, დიზაინს და მათემატიკას და მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეების პროგრამირების საწყისებით, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინოვაციური მეწარმეობით დაინტერესებას, მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობას. ბანაკის ფარგლებში, სწავლობდნენ ახალი იდეების განვითარებასა და პროდუქტის პროტოტიპირებას. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო საზაფხულო "სთიმ ბანაკებს" 2023 წლიდან მართავს.
