ძლიერი წვიმის შედეგად, თბილისში დაზიანებული ინფრასტრუქტურა და ქუჩები გაწმენდილია, რიგ ადგილებზე მხოლოდ ცოცხალი ძალა მუშაობს
ძლიერი წვიმის შედეგად, თბილისში დაზიანებული ინფრასტრუქტურა და ქუჩები გაწმენდილია, რიგ ადგილებზე მხოლოდ ცოცხალი ძალა მუშაობს. გაწმენდილია სანიაღვრე ქსელი, სპეციალური ჯგუფები შემოვლას ატარებენ, რათა დაზიანების შემთხვევაში პრობლემა აღმოფხვრან. დაიგო ასფლატიც იქ, სადაც გზა დაზიანდა. რამდენიმე საათიანმა ძლიერმა წვიმამ დედაქალაქის რამდენიმე უბანი დააზარალა, დატბორა სახლების ნაწილი და სარდაფები, ქუჩები და მეტროსადგურები. ჩამოიშალა მიწის მასა და ქვა-ღორღი.
