ბადრი ვადაჭკორია გარდაიცვალა
საქართველო ბადრი ვადაჭკორიას ემშვიდობება, გამორჩეულ ფოტოგრაფს, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში არაერთი გამორჩეული კადრი აღბეჭდა. ფოტოგრაფიით ჯერ კიდევ ბავშვობაში, ლანჩხუთში დაინტერესდა და როგორც თავად ამბობდა, ყოველთვის ცდილობდა ბუნებრივი, დაუდგენელი კადრის დაჭერას. ფოტოხელოვანი 79 წლის ასაკში, 14 აგვისტოს გარდაიცვალა
სიუჟეტის ავტორი: ნინი მაისურაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
