ახალგაზრდებთან შეხვედრები სამეგრელოში, „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის და კულტურის კომიტეტის ინიციატივით გრძელდება
ახალგაზრდებთან შეხვედრები, „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის და კულტურის კომიტეტის ინიციატივით გრძელდება. დმანისის თეატრის დასი ამჯერად აბაშაში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა. ილაპარაკეს ქართულ თეატრზე და იმსჯელეს ურთიერთ თანამშრომლობაზე. Ხვალ, კი აბაშაში, ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო თეატრის მსახიობები სპექტაკლ "ხალდეს" წარადგენენ, რითაც ფესტივალი რეგიონში დაიხურება. ახალგაზრდებთან შეხვედრები სამეგრელოში 1 კვირის განმავლობაში იმართებოდა
