მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა თბილისის ქუჩებსა და ინფრასტრუქტურას ისევ წმენდს
მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა, თბილისის ქუჩებსა და ინფრასტრუქტურას ისევ წმენდს. პროცესში, მერიის სამსახურები, გამგეობები და საგანგებო სიტუაციების სამსახურის ჯგუფებია ჩართული. უხვი ნალექის შედეგად, გარკვეულ მონაკვეთებზე მიწის მასა ჩამოიშალა. ძლიერმა წვიმამ დატბორა ქუჩები, სახლების ნაწილი და სარდაფები. ასევე მეტროსადგურები „რუსთაველი“ და „ვაჟა-ფშაველა“. ნალექმა განსაკუთრებით დააზარალა ჩუღურეთის, ვაკის, კრწანისისა და მთაწმინდის რაიონების მოსახლეობა
